გაკვეთილის თემა
|
როგორ გამოვიყვანოთ სამკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულა?
რას უდრის სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი?
რას ეწოდება სამკუთხედის გარე კუთხე?
რისი ტოლია სამკუთხედის გარე კუთხის გრადუსული ზომა?
|
ს სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური 7 კლასი
|
მმ მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე, განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები-0
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
სამკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულის მიღება სხვადასხვა ხერხით.ამ ფორმულის საშუალებით დედუქციური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ იცის სამკუთხედის კუთხეების ჯამის გამოსათვლელი ფორმულა, შეუძლია სხვადასხვა სირთულის ამოცანებში მისი გამოყენება. შეუძლია სამკუთხედის გარე კუთხის გრადუსული ზომის გაგება .
|
წინასწარი ცოდნა
|
პარალელური წრფეების თვისებები, წრფეთა პარალელურობის ნიშნები, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაკვირდები მოსწავლეთა აქტიურობას ჯგუფში, დისციპლინას ,ურთიერთთანამშრომლობას, პრეზენტაციის უნარებს. გამოვიყენებ განმავითარებელ, ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეფასებას
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ცარცი, დაფა ,მარკერები, ფორმატები, პროექტორი, კომპიუტერი, MS Word, PowerPoint
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
ვიწყებ გავლილი მასალის გამეორებას: ფრონტალურად გამოვიკითხავ წრფეთა პარალელურობის ნიშნებს, მოვახდენთ სამკუთხედების კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით (5წთ) მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად: პირველ ჯგუფს ეძლევათ სხვადასხვა სახის სამკუთხედები და ევალებათ (ან ტრანსპორტირით, ან გეოგებრას პროგრამით) გაზომონ მოცემული სამკუთხედების კუთხეების ზომები და შეასრულონ შესაბამისი ჩანაწერები. მეორე ჯგუფს ეძლევა სამი ერთნაირი სამკუთხედი და ერთმანეთთან მიდგმის (კონსტრუირების ) შედეგად ასრულებს ასეთ მოდელს (სურ1) და ამზადებს პრეზენტაციას. მესამე ჯგუფი იყენებს სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ნახაზს (სურ2) და იქ დასმულ კითხვებზე ცდილობენ პასუხების გაცემას. ამის შემდეგ თითოეულ ჯგუფს ეძლევა 10 -10 წუთი თავისი პრეზენტაციის წარმოსადგენად. ბოლოს მოხდება გაკვეთილის შეჯამება და და მიეცემათ დავალებები.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий